მთავარი

ფასილიტაცია

ნებისმიერი აქტივობა, რომელიც გულისხმობს რაიმე პროცესების ხელშეწყობას, ან სხვისი დავალებების გაადვილებას. ადამიანს, რომელიც კისრულობს ამ როლს, ეწოდება ფასილიტატორი. ტერმინი ფასილიტატორი გამოიყენება განათლების სისტემაში და ნიშნავს სპეციფიკური გამოცდილების მქონე ადამიანს, რომელიც ეხმარება სხვებს სასწავლო მიზნების მიღწევაში. კერძოდ, ფასილიტატორი შეიძლება ეწოდოს იმ მასწავლებელს ან რეპეტიტორს, რომელიც ეხმარება სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეს დავალებების შესრულებაში. პილოტირების პროცესში ფასილიტატორი არის საპილოტე სკოლის მასწავლებელი, რომელმაც გაიარა სპეციალური მომზადება და ცდილობს, გადასცეს თავისი გამოცდილება სხვა მასწავლებელს, რომელსაც არ მიუღია მსგავსი გამოცდილება.(წყარო: განმარტებითი ლექსიკონი)
ვინ არის მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფასილიტატორი და რა
მიზნებს ემსახურება მისი საქმიანობა?
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რომელსაც სქემა სთავაზობს ზოგადასაგა-
ნამანათლებლო სისტემას, არის მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფასი-
ლიტატორის ინსტიტუტის შემოღება სკოლებში.
მისი დანიშნულებაა თითოეული მასწავლებლის ინდივიდუალური საჭიროებების
გამოვლენა, გაანალიზება, ამ სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით მის პრო-
ფესიულ განვითრებაზე ზრუნვა და ამ გზით სკოლაში ზოგადი პროფესიული დონის
ამაღლება. რა თქმა უნდა, ფასილიტატორის, ისევე, როგორც სქემაში ჩართული ყვე-
ლა პირის, საბოლოო მიზანი მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებაა. მასწავლებლის
პროფესიული განვითარების ფასილიტატორების საქმიანობის ძირითადი მიმართუ-

ლებაა მასწავლებელთა დახმარება პროფესიულ საქმიანობაში, რათა მათ შემდგომშიდამოუკიდებლად შეძლონ საკუთარი პრაქტიკის წარმართვა და გაუმჯობესება, რითაც თავიანთ წვლილს შეიტანენ სკოლის განვითარებაში.
ფასილიტატორი მასწავლებელს ეხმარება სქემით განსაზღვრული აქტივობების
გონივრულად დაგეგმვასა და წარმატებით განხორციელებაში. ფასილიტატორის
საქმიანობა არის სისტემური, კარგად დაგეგმილი და მასწავლებლის საჭიროებებზე
მორგებული. ამგვარი ფასილიტაცია გაცილებით ეფექტურია, რადგან იგი რეალუ-
რად ეხმარება მასწავლებელს როგორც პროფესიულ წინსვლაში, ისე საკუთარი
პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების უკეთ გაცნობიერებაში.
ფასილიტატორი მუდმივად თანამშრომლობს მასწავლებლებთან – ინდივიდუ-
ალურად ან ჯგუფურად.(მასწავლებელთა საქმიანობის დაწყების,პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი ).
ვინ შეიძლება გახდეს მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფასილიტატორი?
ფასილიტატორი შეიძლება გახდეს მოქმედი მასწავლებელი, რომელსაც აქვს
მოცემულ სკოლაში მასწავლებლად მუშაობის მინიმუმ ორწლიანი სტაჟი. მასწავ-
ლებლად მუშაობის გამოცდილებასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატი
საკმარისად კარგად იცნობდეს საკუთარ კოლეგებს და, ამასთანავე, მათი ნდობი-

თაც სარგებლობდეს.
ფასილიტატორის შერჩევა ხდება ორი ნიშნით – პროფესიული და პიროვნული
მახასიათებლების მიხედვით.

No comments:

Post a Comment