შეფასების ჯგუფი

შიდა შეფასების ჯგუფი

    მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლას სქემაში განსაზღვრულია, რომ შეფასების ჯგუფი შედეგება შემდეგი წევრებისგან:  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი, დირექტორის მოადგილე, პედაგოგიური საბჭოს მიერ შერჩეული ფასილიტატორისა და საგნობრივი კათედრის მიერ 3 წლის ვადით წარდგენილი წევრისგან. 
ამ ჯგუფის ძირითადი ფუნქცია პედაგოგის საქმიანობის შეფასებაა,  აგრეთვე მათი მოვალეობაა პედაგოგისათვის განმავითარებელი კომენტარებისა და რეკომენდაციების მიცემაც. მაშასადამე, შეფასების ჯგუფის ძირითადი ფუნქციაა, არა მარტო კოლეგების საქმიანობის შეფასება, არამედ მათი მხარდაჭერა და დახმარება.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეფასების ჯგუფის ფორმირების მიზანია შიდა შეფასების სისტემის ამოქმედებით და სკოლაზე პასუხისმგებლობის დელეგირებით სკოლის, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუციის ჩამოყალიბება და განვითარება; მასწავლებლის ხელშეწყობა, განვითარდეს პროფესიულად; სკოლაში თანამშრომლობითი კულტურის დამკვიდრება და თავად შეფასების ჯგუფის წევრების თვითგანვითარება. ყველაფერი ეს კი არის საფუძველი სკოლაში სწავლა-სწავლების ხარისხისა  და მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესების.
-სკოლის შეფასების ჯგუფის წევრები აფასებენ კოლეგის მიერ ჩატარებულ გაკვეთილს შეფასების სტანდარტიზებული რუბრიკების გამოყენებით; გაკვეთილებზე დაკვირვების შემდეგ ისინი შეიმუშავებენ განმავითარებელ კომენტარებს, განიხილავენ მასწავლებელთან ერთად, შესაძლებლობას მისცემენ გამოასწოროს ხარვეზები.
გარდა საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვებისა, შეფასების ჯგუფი აფასებს მასწავლებლის მიერ განხორციელებულ, სქემით განსაზღვრულ სხვა აქტივობებს. მაგალითად რამდენად შედეგიანია საკუთარი თუ სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე პრაქტიკის კვლევა; სასწავლო რესურსი, რომელიც მან შექმნა რამდენად უწყობს ხელს სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას; რამდენად ეფექტურად ხელმძღვანელობს სტუდენტებსა და დამწყებ კოლეგებს და ა.შ. ისევე, როგორც მასწავლებლის მიერ ჩატარებული გაკვეთილი, ასევე ეს აქტივობებიც ფასდება სტანდარტიზებული რუბრიკების გამოყენებით.



19 - 20 მარტი შეფასების ჯგუფის  ტრენინგი : მასწავლებლის  პროფესიული საქაღალდის შევსება

I დღე

ტრენინგის რეფლექსია




II დღე




რეფლექსია


ტრენინგის მეორე დღე დავიწყეთ პირველი სამუშაო დღის რეფლექსიით. მომხსენებლებმა წარმოადგინეს რეფლექსიები, რომელთა საშუალებითაც  გავიხსენეთ    განხილული საკითხები. შემდეგ განვიხილეთ მეორე სამუშაო დღის განსახილველი თემები:


  • მასწავლებლის მიერ შექმნილი რესურსის ტიპები, რომლებიც შეფასდება სქემის ფარგლებში;
  • სასწავლო რესურსის შეფასების რუბრიკის გაცნობა და მისი პრაქტიკული გამოყენება;
  • მასწავლებლის პროფესიული საქაღალდის შეფასება;
ჩამოვწერეთ რა და რა ტიპის სასწავლო რესურსს ვიცნობთ/ვიყენებეთ პრაქტიკაში?

გავეცანით იმ რესურსებისა და თვალსაჩინოების ჩამონათვალს, რომელიც 
სქემის ფარგლებში ფასდება. ვისაუბრეთ სასწავლო პროცესში რესურსის 
გამოყენების მნიშვნელობაზე. შემდეგ ვიმუშავეთ ჯგუფებში: ჩამოვწერეთ
ის მნიშვნელოვანი ასექტები, რომელთა გათვალისწინებაცმნიშვნელოვანია, 
რათა მასწავლებლის მიერ შექმნილი რესურსი იყოს ეფექტიანი. სამუშაო იყო 
იოლი, თუმცა გააზრებას ნამდვილად მოითხოვდა. ჯგუფების და ტრენერის
მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციებში ბევრი მსგავსება აღმოჩნდა. შემდეგ 
ვიმსჯელეთ, თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სასწავლო რესურსი, და  
რა დოკუმენტაცია უნდა ახლდეს მას და რა შემთხვევაში არ შეფასდება რესურსი .
გავეცანით რესურსის შეფასების კრიტერიუმებს. შევასრულეთ ჯგუფური
მუშაობა: ჩამოვწერეთ ის საორიენტაციო კითხვები, რომლებსაც უნდა  
პასუხობდეს რეფლექსია. აგრეთვე მიმოვიხილეთ რა არის რეცენზირებული 
პროფესიული ლიტერატურა, მეთოდური სტატია, აუცილებელი პირობები. 
შემდეგ კვლავ ვიმუშავეთ ჯგუფებში და შევაფასეთ წარმოდგენილი სასწავლო 
რესურსი . შეფასება ცოტა გაგვიძნელდა, აზრები იყოფოდა, თუმცა 
ვაღწევდით შეთანხმებას. შემდეგ ტრენერმა შემოგვთავაზა როლური თამაში: 
I Iროლი - დირექტორი;
II როლი - დირექტორის მოადგილე;
III როლი - ფასილიტატორი
IV როლი - კათედრიდან წარმოდგენილი წევრი
ტრენინგის დანარჩენი მონაწილები იყვნენ დამკვირვებლები . საბედნიეროდ 
თუ სამწუხაროდ , მე ფასილიტატორის როლი უნდა მომერგო. მინდა გითხრათ,

რომ შეფასება არ იყო მარტივი და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ შეფასების

ჯგუფის წევრობა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, თუმცა შეუძლებელი 

არაფერია. როლური თამაში საინტერესოდ წარიმართა და შეფასების 

ჯგუფმა დამკვირვებლების მოწონება დაიმსახურა. მივიღეთ დავალება 
კოლეგების ინფორმირება ტრენინგზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით.
ბოლოს შევაჯამეთ ტრენინგი. აქვე ტრენერმა შეგვახსენა, რომ ელექტრონული
ფოსტით მივიღებდით დავალებას - რესურსის შეფასება,რომლის 
შესრულებაც აუცილებელი იყო განსაზღვრულ დროში.
ტრენინგი იყო საკმაოდ საინტერესო, საჭირო და ნაყოფიერი. ტრენერი  იყო
ძალიან ენერგიული და მზად იყო ყველა კითხვისათვის გაეცა ამომწურავი პასუხი,
რათა საკითხი გაუაზრებელი არ დარჩენილიყო. ამისათვის უღრმესი მადლობა 
ქალბატონ ხათუნას.


2 აპრილი
ტრენინგის შემდეგ ჩავატარე საინფორმაციო შეხვედრა ჩემი პროფესიული ზედამხედველობის ქვეშ  მყოფ  პედაგოგებთან. მათ გავაცანი ტრენინგზე  განხილული საკითხები.  იყო შეკითხვებიც, მსჯელობაც განხილული საკითხების ირგვლივ. 




















6 სექტემბერი შეფასების ჯგუფის  ტრენინგი : პრაქტიკის კვლევის დაგეგმვა,წარმართვა და შეფასება


რეფლექსია
     ტრენინგი დავიწყეთ ურთიერთგაცნობით. შემდეგ ტრენერმა გაგვაცნო ტრენინგის მიზანი. შევიმუშავეთ თანამშრომლობის წესები და შევთანხმდით სამუშაოს ხანგრძლივობაზე(1 დღე, 5საათი).გავეცანით ტრენინგის მონაწილეების შეფასების სისტემას( დასწრება  მოდულის მინიმუმ 80%, საშინაო დავალების შესრულება ინდივიდუალურად და ჯგუფურად და დააგროვოს მინიმუმ 60 ქულა). გავეცანით კვლევის არსს,კვლევის ეტაპებს.განვიხილეთ კონკრეტული კვლევის მაგალითი.
გავეცანით პედაგოგიური კვლევის მეთოდებს: გამოკითხვა, დაკვირვება, ინტერვიუ, ფოკუსჯგუფი..ვიმუშავეთ ჯგუფებში. თითოეულმა ჯგუფმა წარმოადგინა პრეზენტაცია მიცემული კვლევის მეთოდის შესახებ.ჩემს ჯგუფს ფოკუსჯგუფის განხილვა მოუწია. პრეზენტაციები  გამოვიდა საკმაოდ ამომწურავი და საინტერესო .
ტრენერმა კვლავ მიმოიხილა კვლევის მეთოდები და ახალი ჯგუფური  მუშაობა შემოგვთავაზა . დავინაწილეთ სამუშაო ფურცელზე მოცემული საინტერესო სიტუაციები, რომლებშიც უნდა გამოგვეკვეთა პრობლემა ეთიკის თვალსაზრისით და   დაგვესახა პრევენციის გზები. ეს სამუშაც  და პრეზენტაციებიც  საინტერესოდ და ურთიერთთანამშრომლობით წარიმართა. მივიღეთ რეკომენდაციები კვლევისას ეთიკური პრინციპების დაცვისათვის. ისევ კონკრეტული კვლევის მაგალითზე ვისაუბრეთ ინტერვენციის დაგეგმვაზე და შეფასებაზე. გავეცანით შეფასების რუბრიკას. შემდეგ მოვისმინეთ, თუ რა დოკუმენტაციაა საჭირო კვლევის განხორციელების დამადასტურებლად და როგორ ფორმდება კვლევის ანგარიში. ტრენერმა გაგვაცნო როგორ შევაფასოთ ჩატარებული პრაქტიკული კვლევა.  ჯგუფებში შევაფასეთ კონკრეტული პრაქტიკული კვლევა.კვლევამ   ჯგუფების მიერ მიიღო სხვადასხვა შეფასება გარკვეულ კრიტერიუმში, თუმცა ყველა ვთანხმდებოდით, რომ კვლევა  იმსახურებს  დადებით შეფასებას.ბოლოს შევაჯამეთ ტრენინგი. ტრენერმა შეგვახსენა, რომ დავალების შესრულება აუცილებელია 1კვირის განმავლობაში ინდივიდუალურად და ჯგუფურად და მივაწოდოთ ელექტრონული ფოსტით. ტრენინგი იყო ნაყოფიერი.
ტრენერი -ბატონი ბესიკი იყო ძალიან მობილიზებული, ენერგიული და გახსნილი. შესაბამისად, ტრენინგიც წარიმართა თანამშომლობით გარემოში. მან საუკეთესოდ შეძლო ქალბატონების გარემოცვაში მუშაობა. ამისათვის ნამდვილად იმსახურებს შექებას.




8 აპრილი შეფასების ჯგუფის საინფორმაციო შეხვედრა ახალ სქემაში ცვლილებებთან დაკავშირებით.( ცვლილებები იხილეთ ახალი სქემა)



No comments:

Post a Comment